სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
21 იანვარი 2015
2015 წლის 26 იანვარს 12:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხროვანში, სოფ. მუხროვანის საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება „სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge ;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკონტაქტო პირი - შალვა კუნელაური, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფელის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი
მობ:. 5 99 53 99 86; ელ-ფოსტა: nino.kunelauri@yahoo.com
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია
სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია