ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა საფარას მონასტერთან კონტრაქტის/ტენდერის # IBRD/RDPIII/CW/NCB/06-2016

გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი 2016    /    ძალაშია: 22 ნოემბერი 2016

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა საფარას მონასტერთან.

 

ძირითადი სამუშაოები მოიცავს პავილიონის და საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობას, ძველი სარიბჭის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, დეკორატიული ფილებით კედლების მოწყობას.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=207115&lang=ge