განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

გამოქვეყნებულია: 22 ნოემბერი 2016    /    ძალაშია: 13 დეკემბერი 2016

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოებისა და ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგიროს სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების წარმოების ეტაპების საექსპერტო შეფასების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10.400 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 13  დეკემბერს   14:00 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=210021&lang=ge