დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია: 9 დეკემბერი 2016    /    ძალაშია: 16 იანვარი 2017

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.

 

სარეაბილიტაციო  ტერიტორია მდებარეობს ქ. დუშეთის ცენტრში. პროექტით განსაზღვრულია პარკის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ: მოიკირწყლება სასეირნო ბილიკები; აღდგება შადრევანი; დაირგვება დამატებითი ხეები და ბუჩქები; დაიდგმება საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, ლამპიონები; მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, ფანჩატური სამაგიდო სათამაშოებისათვის; რეაბილიტირდება არსებული როტონდა, სადაც მომავალში შესაძლებელია მოეწყოს კაფე-სანაყინე; ბოლნისის ტუფით შეიმოსება ტაძრისა და სამრეკლოს ფასადები; მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა და მიერთდება ქალაქის არსებულ ქსელს. სრულად რეაბილიტირდება პარკის ირგვლივ არსებული ტროტუარები.

 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:  
 
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=212766&lang=ge