ქვეპროექტი: სოფ. იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა - ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

23 მარტი 2015

2015 წლის 27 მარტს 15:00 საათზე, სოფელ იყალთოში, სოფ. იყალთოს კულტურის სახლში გაიმართება ქვევრის სკოლა-სახელოსნოს „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობის ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

 

საზოგადოების წარმომადგენლებს  შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ:

 

  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge
  • თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ერეკლე მეორეს გამზირი #16, საკონტაქტო პირი - დავით ბაჩიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი,  მობ:. 5 91 11 61 21.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია 

 

 

 ქვევრის სახლი - ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვა