საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან! „ბათუმის ნაპირდაცვის მშენებლობ”-ის პროექტის გარემოს დაცვის თავდაპირველი კვლევის (IEE) წინასწარი დოკუმენტის განხილვა 7 აპრილი, 12:00 სთ (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია)
2015 წლის 7 აპრილს 12:00 სთ-ზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. 25) „ბათუმის ნაპირდაცვის მშენებლობის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან გარემოს დაცვის თავდაპირველი კვლევის (IEE) წინასწარი დოკუმენტის განხილვის თაობაზე.
აღნიშნულ შეხვედრაზე საზოგადოების წარმომადგენლებს მიეწოდებათ მოკლე ინფორმაცია დაგეგმილი პროექტის განხორციელების პროცესში გარემოზე შესაძლო ზემოქმედებებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
568 66 55 56 დავით წეროძე - აჭარის გარემოს დაცვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
595 07 04 42 ნინო ნადაშვილი - მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახური.
Summary of project description -Batumi Coastal Protection
IEE_Batumi Coastal Protection _ Geo