რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) - შენობების რესტავრაცია და ტურისტული ზონის მოწყობა სოფ. დართლოში - ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

14 აპრილი 2015

 

     2015 წლის 17 აპრილს 14:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, სოფლის კლუბის შენობაში, გაიმართება სოფ. დართლოში შენობების რესტავრაციისა და ტურისტული ზონის მოწყობის ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

 

  ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

საზოგადოების წარმომადგენლებს  შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ:

              ·  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge

               ·  ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ზაზა ლაგაზიძე - ლანშაფტის სამსახურის უფროსი, მობ: 599 857898

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

 

 

              ER_CH site Village Dartlo  - GEO