პარკი როშას რეაბილიტაცია დაბა აბასთუმანში, ადიგენის მუნიციპალიტეტი
2022 წლის 23 მაისს 13:00 საათზე გაიმართება ქვე-პროექტისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩა N 40, საჯარო სკოლის შენობაში.
ქვე-პროექტი „პარკი როშას რეაბილიტაცია დაბა აბასთუმანში“, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას როშა პარკში.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge ), ასევე შემდეგ მისამართზე:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 |
|
საკონტაქტო პირები |
ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 5 98 88 20 19, ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
|
|
|
ვასილ მეგენეიშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი აბასთუმანში, მობ.: 598 199 958 |