ჭიათურა-სკინდორის გზას რეაბილიტაცია უტარდება
21 იანვარი 2017
ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 6 კმ-იანი გზაზე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. რეაბილიტაციის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. გზის მაქსიმალური სიგანე 5 მეტრია. გზა, რომელიც სოფელ სკინდორსა და სხვა მაღალმთიან სოფლებს ერთმანეთთან და ჭიათურასთან დააკავშირებს, ასფალტო ბეტონის საფარით დაიფარება. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარს აღწევს და სამუშაოებზე 10 ადამიანია დასაქმებული. გზის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.