გურჯაანის ყოვლადწმინდის ვიზიტორთა ცენტრის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 25 იანვარი 2017 / ძალაშია: 8 თებერვალი 2017
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RDP 1) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს გურჯაანის ყოვლადწმინდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტისათვის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.
2017 წლის 23 იანვარს 14:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ნონეშვილის 13) გაიმართა ქვე-პროექტის - „გურჯაანის ყოვლადწმინდის ვიზიტორთა ცენტრის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: