განცხადება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის თაობაზე
2015 წლის 22 მაისს, 14 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №27) გაიმართება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.
პროექტი მიზნად ისახავს როშკა-ახიელის საავტომობილო გზის მშენებლობას, რომელიც პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებს (როშკა, ახიელი, ჭიმღა, ამღა) მისცემს ერთმანეთთან, რაიონულ ცენტრთან (დუშეთი) და ქვეყნის სხვა რეგიონებსა და ქალაქებთან დაკავშირების საშუალებას.
საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150. ტელ: (995 32) 2437001/02/03/04
· დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში - (მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №27);
· შპს „გამა კონსალტინგი“-ს ოფისში – ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი №17ა. ტელ: (995 32) 2 60 15 27.
გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ ქვემოთ მითითებულ პირებს:
· ნინო პატარაშვილი. ტელ: 577382292; E-mail: npatarashvili@mdf.org.ge ;
· ჯუღული ახვლედიანი. ტელ: 595 59 52 55; E-mail: j.akhvlediani@gamma.ge .
საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლია 2015 წლის 18 მაისამდე.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი