ქობულეთის სანაპიროზე, ზღვაში, ფეკალური მასები აღარ მოხვდება

 

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა.  ობიექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,  ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
ახალი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას სანაპირო ზოლზე, ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუშლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას.  
პროექტის საერთო ღირებულება 5 800 000 ლარზე მეტია და იგი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა  და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  ტექნიკური აღჭურვილობა კი  მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა. მშენებლობა  გასული წლის მარტში დაიწყო და წელს  თებერვალში დასრულდა. ობიექტზე 120  ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.