სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოდბის გზის 9.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოდბის გზის 9.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია“ პროექტისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ახალგაზრდული ცენტრის შენობაში.
ქვე-პროექტი „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოდბის გზის 9.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია“ ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) დამატებითი დაფინანსების (AF) ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში - აღმაშენებლის მოედანი #2, ტელ: 0355 23 20 47.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები: |
ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდი მობ.: 598 88 20 19 ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
|
|
|
გიორგი ბაღანაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი მობ: 595 12 56 48 ელ-ფოსტა: gbaganashviliinfrastructure@gmail.com
|