ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3 ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა
2016 წლის 19 სექტემბერს 14:00 საათზე, ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციას, კერძოდ, ძველი მუზეუმის ნაგებობის დემონტაჟს და ახალი, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი, ნაგებობის აშენებას. ქვე-პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მინაშენის დასრულება მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობასთან ერთად.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ანგარიშვალდებულების, მოქალაქეთა ჩართულობის, საჩივრებისა, წინადადებების და გენდერის საკითხები.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- · საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი,
დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე,
გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge; საკონტაქტო პირი სოციალურ საკითხებთან
დაკავშირებით - ნონა ჭიჭინაძე სოციალური უსაფრთხოების და გენდერის საკითხების
სპეციალისტი, მობ.: 5 99 56 51 09, ელ-ფოსტა nchichinadze@mdf.org.ge ;
- · ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა 65,
საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხელაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის
წარმომადგენლების კოორდინატორი, მობ: 5 99 67 67 60,
ელ-ფოსტა: kheladze.avto@gmail.com
გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: