შეხვედრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებთან
16 აპრილი 2013
დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სხვა საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების თაობაზე პრეზენტაცია გამართეს. მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებების გასატარებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანონის შესაბამისად შეიმუშავებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების უსაფრთხოების დამცავ სისტემასა და სამოქმედო გეგმას.