სალთვისი - ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით შიდა ქართლში, კერძოდ კონფლიქტის ზონაში ტირიფონისა და სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორცილებს. პროექტი 2008 წელს ომის შედეგად დაზარალებული 30 სოფლის -20 ათას ჰექტრამდე სარწყავი (საირიგაციო) სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სამუშაოებზე კი ასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
სალთვისის და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს მიუყვებიან. კერძოდ, ტირიფონის მაგისტრალური არხი ოკუპირებულ ტერიტორიას სამჯერ კვეთს. სწორედ ამიტომ სამუშაოები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 8500 ჰექტრამდე 14 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.
სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი
პროექტს კონფლიქტურ ზონაში ქართული სამშენებლო კომპანია შპს ,,მშენებელი 80“ ახორციელებს. ტირიფონისა და სალთვისის მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს მიუყვება, აღნიშნული სოფლების მაგისტრალურ არხებში აღმოჩანინეს აუფეთქებელი ჭურვები რისთვისაც საჭიროა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება. ადგილზე მუშაობს განაღმვის სამსახური შპს ,,დელტა“
პროექტის საერთო ღირებულება 13 მლნ. 365 ათასი ლარია. სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა. უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა.
ტირიფონის სარწყავი სისტემა სათავეს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იღებს, გადის გორის რაიონის სოფლებზე და ოსურ სოფლებთან - ორჭოსანსა და წინაგარასთან - სრულდება. წლების წინ გაუქმებული არხი ნაგვით და ქვა-ღორღით იყო სავსე, რისი გაწმენდაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილში მოხდა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ საწრყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად აღდგება.
ამ დროისთვის სამუშაოების შედეგად სალთვისისა და ტირიფონის 16 კმ-ნი მაგისტრალური არხი უკვე გაწმენდილია, რის შედეგადაც მაისში რწყვის სეზონის დაწყებისთანავე მოსახლეობა პირველად შედეგებს მიიღებს.