განცხადება (DAP) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დასასვენებელი კომპლექსისთვის საშუალო წნევის გაზსადენის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დასასვენებელი კომპლექსისთვის საშუალო წნევის გაზსადენის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 250 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 5 მაისს 13:00 საათზე.
ელექტრონული ტენდერის პროცედურები ტარდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 266 მუხლით დადგენილი „სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის ჩატარების განსხვავებული წესის“ შესაბამისად.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=228874&lang=ge