შეხვედრა ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებთან
დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებსა და ფრანგულ კომპანია სურეკას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული კომპანია წყალტუბოს საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის დადებს. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია წყალტუბოს საკანალიზაციო სისტემის არსებული მდგომარეობის შესწავლა. კერძოდ, კომპანია წინასაპროექტო კვლევის ფარგლებში გაარკვევს წყალტუბოში არსებულ ვითარებას, იმას თუ სად უნდა აშენდეს გამწმენდი ნაგებობა, რა მოცულობის უნდა იყო ის და როგორი. წინასაპროექტო მოკვლევის დასრულების შემდეგ წყალტუბოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყება, რომლის დარულების შემდეგაც წყალტუბოს მოსახლეობას ბევრი პრობლემა მოუგვარდება.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დასრულების ვადა 2013 წლის 28 ივნისია. კომპანია სურეკას მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით მოხდება საპროექტო კომპანიის დაქირავება, რომელიც მოამზადებს გამწმენდი ნაგებობის დეტალურ პროექტს. პროექტის მომზადების შემდეგ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასაწყებად ტენდერი გამოცხადდება .
საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსება მოხდება მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, ხოლო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით იგეგმება.