განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ
გამოქვეყნებულია: 5 მაისი 2017 / ძალაშია: 31 მაისი 2017
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს დაბა აბასთუმანში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის არსებული სამგზავრო საბაგირო გზის „აბასთუმანი-ყანობილი“ რეაბილიტაციის პროექტის ტექნოლოგიური ნაწილების საექსპერტო შეფასების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე შეადგენს 2000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 31 მაისს 14:00 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=229712&lang=ge