განცხადება (DAP) ელექტრონული ტენდერის შესახებ
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ტაძარი ნიკორწმინდა“-ს რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 246 376 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარეშე. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 9 ივნისს 17:00 საათზე.
ელექტრონული ტენდერის პროცედურები ტარდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 266 მუხლით დადგენილი „სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის ჩატარების განსხვავებული წესის“ შესაბამისად.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=230296&lang=ge