განცხადება - „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა (დარჩენილი სამუშაოები) და აღჭურვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გეგმავს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში შესყიდვის პროცედურების განხორციელებას ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის (დარჩენილი სამუშაოები) და აღჭურვისთვის.
აღნიშნული პროექტის ირგვლივ დაინტერესებული პირების დეტალურად ინფორმირების მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მართავს ღია კარის დღეს, რომელიც გაიმართება 2023 წლის 9 თებერვალს 15:00 საათზე, ინტერნეტის საშუალებით, ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
https://meet.google.com/zsy-nacq-hnv?pli=1
შეხვედრის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტის შინაარსს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.