პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
მუნიციპალური განვითარების ფონდი USAID-ის დაფინანსებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 9 სოფელში სასმელი წლის ხარისხსა და მიწოდებას გააუმჯობესებს, 7 სოფელში კი სანიაღვრე სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება. შელშეკრულების მიხედვით, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტი“ - ს ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში სანიაღვრე-სადრენაჯე არხების რეაბილიტაცია-მშენებლობასა და სასმელი წყლის გაუმჯობესების პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის იძულებით გადაადგილებულ პირთა 7 სოფელში (ხურვალეთი, სკრა, კარალეთი, ახალსოფელი, თელიანი, წილკანი, ფრეზეთი) განხორციელდება სანიაღვრე-სადრენაჯე არხების რეაბილიტაცია- მშენებლება. პროექტის შედეგად მოწესრიგდება სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელი და დატბორვისგან დაცული იქნება 7 სოფლის 1559 იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახი, ჯამში დაახლოებით 5500 იძულებით გადაადგილებულ პირი. ასევე, პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის 9 სოფელში (ბერბუკი, ხურვალეთი, სკრა, შავშვები, კარალეთი, ახალსოფელი, მოხისი, მეტეხი წილკანი) მოხდება სასმელი წყლის გაუმჯობესება. პროექტის განხორციელების შედეგად სასმელი წყალმომარაგება და წყლის ხარისხი გაუუმჯობესდება 9 სოფლის 1609 იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს. შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში სანიაღვრე-სადრენაჯე არხების რეაბილიტაცია-მშენებლობასა და სასმელი წყლის გაუმჯობესების პროექტის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალური განვითარევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯავას“ დირექტორიმა გიორგი ჯავახიძემ მოაწერეს. როგორც ჯავახაძემ განაცხადა სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება, სამუშაოებზე კი ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. შესაბამისად პირობების გაუმჯობესების გარდა 6 თვის განმავლობაში 14 სოფელში მოხდება იძლებით გადაადგილებული პირების დასაქმება. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გრანტის მეშვეობით ხორციელდება, პროექტის საერთო ღირებულება 2, 480, 976, 54 ლარია. პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები ძირითადად არსებული წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებას და გადაიარაღებას მოიცავს, კერძოდ არსებული მილსადენების და კვანძების ნაწილობრივ რეაბილიტაციას, არსებული ტუმბოების შეცვლას უფრო მძლავრი ტუმბოებით, მართვის ავტომატზირებული ბლოკების მონტაჟს, სადეზინფექციო დანადგარების აღდგენა-ინსტალაციას, ელექტროსისტემების რეაბილიტაციას. მასთან, სოფელ ახალსოფლისათვის წყლის მიწოდება განზრახულია აგარის არსებული სატუმბი სადგურიდან, ახალი ტუმბოსა და ახალი დაწნევიანი მილსადენის მეშვეობით; ხოლო სოფელ შავშვებისათვის მოსაწყობია ახალი 100 მ სიღრმის ჭაბურღილი და ახალი დაწნევითი მილსადენი. პროექტი 2013 წლის მაისში დაიწება და 2013 წლის ოქტომბერში დასრულდება.