კონფერენცია ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე
29 ივნისი 2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გაგი ბუაძე, საქართველოში FIDIC-ის ბიზნეს დღეების ფარგლებში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საინჟინრო-საკონსულტაციო და იურიდიული სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
კონფერენციის მიზანს საინჟინრო პროფესიის მხარდაჭერა, ამ სფეროში საუკეთესო სტანდარტების დანერგვა და FIDIC-ის ცოდნით საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენდა.
შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.