ქვე-პროექტი: თეთრიწყაროს შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს თაყაიშვილის (470 მ.), ტაბიძის (422 მ.), თუმანიანის (667 მ.), გიორგი ბრწყინვალეს (1124 მ.), კოსტავას (300 მ.) , ხერგიანის (300 მ.), და თრიალეთის (165 მ.), ქუჩების რეაბილიტაციას ქალაქ თეთრიწყაროში, საერთო სიგრძით 3448 მ. ასევე ქვე-პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება დაბა მანგლისში სამი წყალგამტარი მილხიდის რეაბილიტაცია. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს. ქვე-პროექტის განხორციელების შედეგად ასევე შემცირდება მოსახლეობაზე ზემოქმედების არსებული უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა მტვერი, ემისიები, ვიბრაცია და ხმაური.
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: გმგ-თეთრიწყაროს შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაცია