სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში. სარეაბილიტაციო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 3, 283 მ-ს. ქვე პროექტი ითვალისწინებს გზის ზედაპირის რეაბილიტაციას ასფალტით და გზის კიუვეტებს და სადრენაჟე მილების გაწმენდას. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს, ზემოქმედების არსებული უარყოფითი ფაქტორების (მტვერი, ემისიები, ვიბრაცია და ხმაური) შემცირების გზით.
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
გმგ - სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია