ასკანა-მშვიდობაური-ბახვის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

6 აგვისტო 2017

  

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.  პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება. დასრულებული სამუშაოები ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის  2 ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, მოხდა არსებული 2 სახიდე გადასასვლელის შეკეთება და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემები.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის   სამი სოფლის მოსახლეობის საავტომობილო მიმოსვლასა და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.