წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს ახალი 10 კმ-იანი გზა დააკავშირებს
წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 10 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას სექტემბერში დაასრულებს. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად გაეცნო. მინისტრი პროექტების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და რეგიოენბში შიდა გზებზე არსებულ ვითარებას ეცნობა.
აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას.
სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.