განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ - წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

გამოქვეყნებულია: 24 აგვისტო 2017    /    ძალაშია: 4 სექტემბერი 2017

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თბილისის მუნიციპალიტეტში, წყნეთი-ბეთანიის გზის (წყნეთის ბოლოდან მეწყერის ზონამდე და მეწყერის ზონიდან კოჯორი სამადლოს გზის კვეთამდე) რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 60 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 4 სექტემბერს   12:00 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

 

                  https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=240965&lang=ge