ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი
გამოქვეყნებულია: 29 აგვისტო 2017 / ძალაშია: 29 სექტემბერი 2017
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
ობიექტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თბილისიდან 170 კმ. მანძილზე.
პროექტი ითვალისწინებს დაბა ბაკურიანიდან სოფ.ანდეზიტამდე (სიგრძით 3 900 მ) და სოფ. ანდეზიტიდან
სოფ. ციხისჯვრამდე (სიგრძით 3 800 მ) გზის რეაბილიტაციას ( საერთო სიგრძით 7 700 მ) ორფენიანი (6+4) ა/ბეტონის საფარის მოწყობას, ასევე ეწყობა წყალამრიდი მილები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=241733&lang=ge