დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია და სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია ქვე-პროექტების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა
2016 წლის 15 ივლისს 13:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა #1) გაიმართება ქვე-პროექტების „დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია“ და „სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტები ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი,
დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე,
გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge;
· ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - დაბა სტეფანწმინდა,
ალ. ყაზბეგის ქუჩა #1, საკონტაქტო პირი - ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების
სამსახურის უფროსი ზურაბ ზილინაშვილი, ტელ: 599 55 13 58,
ელ-ფოსტა: z.zilinashvili@gmail.com