განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ

გამოქვეყნებულია: 27 ოქტომბერი 2017    /    ძალაშია: 6 ნოემბერი 2017

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გორის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების (ფხვენისი, ქორდი, მერეთი, პატარა მეჯვრისხევი, არბო, ქერე, კარბი, ფლავი, ფლავისმანი, დიდი მეჯვრისხევი და ერგნეთი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 192 750 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 6  ნოემბერს   14:30 საათზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
 
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=246293&lang=ge