მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი.
სამშენებლო ტერიტორია მდებარეობს ქ. მცხეთის ცენტრში, სამთავროს დედათა მონასტრისა და სამთავროს ველის მიმდებარედ, შემაღლებულ ბაქანზე, სადაც გასული საუკუნის 70-იან წლებში აგებული რკინა ბეტონის მასიური, კუბის ფორმის კინოთეატრის შენობა დგას. შენობა დღეს არ ფუნქციონირებს, მიტოვებული და გაპარტახებულია.
განსაზღვრულია აღნიშნულ შენობაში არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა, რისთვისაც პროექტი ითვალისწინებს:
ა) არსებული შენობის გამაგრებას და გადაგეგმარებას, სადაც განთავსდება მუზეუმის ადმინისტრაცია და სამუზეუმო საცავები;
ბ) შენობის ქვედა ნაწილში მოქცეული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელებას;
გ) ორსართულიანი მიშენების მოწყობას სარდაფით, სადაც განთავსდება მუზეუმის მიმღები, საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, კაფე, სველი წერტილები, დამხმარე, სასაწყობე სათავსები და ა.შ.
დ) არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა - პარკირებისა და გამწვანების მოწყობა, არსებული კიბეებისა და აუზის რეაბილიტაცია, ტერიტორიის მოკირწყვლა და განათება;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=247259&lang=ge