განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ - ქ. მცხეთაში ანტიოქიის მონასტრის მიმდებარედ, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შესართავთან საყოველთაო სანათლავის, ხოლო მდინარე არაგვზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს კონკურსს (
CNT170000100) “ქ. მცხეთაში ანტიოქიის მონასტრის მიმდებარედ, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შესართავთან საყოველთაო სანათლავის, ხოლო მდინარე არაგვზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით“. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 423 729 (ოთხას ოცდასამი ათას შვიდას ოცდაცხრა) ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გარეშე . წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 29 დეკემბერს 12:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=249047&lang=ge
საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა