თამარ ფიცხელაური

თამარ ფიცხელაური - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2025 წლის ივნისიდან.

 

თამარ ფიცხელაური განათლებით ეკონომისტი და სამართალმცოდნეა. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფო სექტორში საჯარო ფინანსების, შიდა და გარე აუდიტის, სახელმწიფო  შიდა ფინანსური კონტროლის სისტემების დანერგვისა და ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 16 წლიანი მუშაობის შემდეგ, თამარ ფიცხელაური გადავიდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც 2018-2022 წლებში შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

 

2022-2023 წლებში თამარ ფიცხელაური გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

2023 წლიდან ფლობს აშშ-ის შიდა აუდიტორების ინსტიტუტის (The Institute of Internal Auditors), Certified Internal Auditor-ის სტატუსს.