სოფელ ღვანკითში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
10 დეკემბერი 2017
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძე გაეცნო.
ღვანკითის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება. სამუშაოები ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, სამარაგო რეზერვუარის და შიდა ქსელის მოწყობას. პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელ ღვანკითის 250 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა პროფილის 150-ზე მეტი პროექტი დაასრულა.