აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია, ადიგენის მუნიციპალიტეტი

გამოქვეყნებულია: 14 დეკემბერი 2017    /    ძალაშია: 30 იანვარი 2018

 

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია, ადიგენის მუნიციპალიტეტი.  

 

ობიექტი მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ საქართველოში, თბილისიდან 250 კმ-ის დაშორებით. 1932 წელს, აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დაარსა ობსერვატორია მთა ყანობილზე, კურორტ აბასთუმანთან ახლოს. ობსერვატორია უკავშირდება კურორტ აბასთუმანს საბაგიროთი, რომელიც გაივლის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. ობსერვატორია და მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

 

აღნიშნული პროექტის ითვალისწინებს:
- ავტოსადგომის მოწყობას;
- საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობას;
- ტელესკოპი AZT-11 ცენტრალური შენობის რეაბილიტაციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას;
- არსებული საბაგიროს რეაბილიტაციას.  
 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=251785&lang=ge