გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია.
პროექტი ითვალისწინებს გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, რომლის მიზანია გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება, კერძოდ:
· ტაძრის ეკვდერების კარნიზების რეაბილიტაცია.
· ეკვდერების მოჭიქული კრამიტით გადახურვა
· გამოვლენილი ისტორიული ლორფინის აღდგენა
· აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ ცოკოლის რეაბილიტაცია
· ტაძრის სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=251796&lang=ge