აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია, ადიგენის მუნიციპალიტეტი

გამოქვეყნებულია: 20 დეკემბერი 2017    /    ძალაშია: 22 იანვარი 2018
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია, ადიგენის მუნიციპალიტეტი.
 
პროექტით განსაზღვრულია დაბა აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის ქუჩის N56-დან N104-მდე მონაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, დაბის თავდაპირველი განაშენიანების გამორჩეული ნიმუშები - მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული კერძო სააგარაკე აივნიანი სახლები, იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებით, ქანობიანი სახურავებით.
 
პროექტის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა. პროექტი ძირითადად ითვალისწინებს აღნიშნული სახლების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციას. რამდენიმე სახლზე საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრულია ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოებიც, რაც გულისხმობს შესაბამის სამუშაოებს ინტერიერშიც.
 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე: