რუსთავის N6 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

14 აგვისტო 2023
მუნიციპალიტეტი: რუსთავი
დონორი: WB

 გაცნობებთ, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის “რუსთავის N6 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია” გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება რუსთავის N6 საჯარო სკოლის შენობაში.


ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე - www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის ვებ-გვერდზე - www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში - ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

საკონტაქტო პირები:
დავით არსენაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდი
მობ.: 599019 183
ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge
მარინე ჟვანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მობ: 577 27 88 41
ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge