განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ
გამოქვეყნებულია: 22 დეკემბერი 2017 / ძალაშია: 23 იანვარი 2018
ქ.თბილისში, ბიზნეს სახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს (DAP170000191). შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 71 621 080 ლარს. წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 22 იანვარს 15:00 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=252790&lang=ge