მუნიციპალური განვითარების ფონდს EIB-ის მისია ესტუმრა
7 მარტი 2018
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გაგი ბუაძე, მის მოადგილე ილია ღუდუშაურთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს "საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები, ასევე, გეგმავენ რეგიონებში ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონახულებას.