მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია: 30 აპრილი 2018    /    ძალაშია: 30 მაისი 2018

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის  რეაბილიტაცია.

 

ობიექტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში,  თბილისიდან 30 კმ. მანძილზე. ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო გზა (სიგრძე 6305 მ) იწყება სოფელ საგურამოში და სრულდება ზედაზენის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

 

ქვე-პროექტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

- მიწის ვაკისის რეაბილიტაცია.

- გზის საფარის რეაბილიტაცია. ქვე-პროექტით გათვალისწინებულია 3 ტიპის საფარის მოწყობა:

-           ბეტონის საფარის მოწყობა სოფელ საგურამო ფარგლებში;

-           ღორღის საფარის მოწყობა;

-           გრანიტის ქვაფენილის მოწყობა. ქვაფენილით გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობა, ავტოსადგომიდან მონასტრის მიმართულებით, ასევე მონასრტის გარშემოვლითი გზის მოწყობა.

- წყალგამტარი მილის დემონტაჟი და ახალი წყალგამტარი მილების მოწყობა;

- ახალი წყალგამტარი მილის მოწყობა;

- რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა გზის ბოლოს;

- ტურისტების უსაფრთხოების მიზნით გზის მარჯვენა მხარეს ლითონის დამცავი ბადის მოწყობა;

- 23 მიერთების მოწყობა ასფალტობეტონის საფარით და 6 მიერთების მოწყობა ღორღოვანი საფარით, 35 ეზოში შესასვლელის მოწყობა ასფალტობეტონის საფარით და 2 ეზოში შესასვლელის მოწყობა ღორღოვანი საფარით; 

- საგზაო ნიშნების მოწყობა და ლითონის ბაგირის შემოღობვის მოწყობა გზის საშიშ მონაკვეთებზე;

- გრანიტის საფარველის მოწყობა მონასტრის მთავარი შესასვლელიდან გვერდით შესასვლელამდე მონასტრის კედლის გასწვრივ. 

 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:       
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=266454&lang=ge