განცხადება (DAP) ელექტრონული ტენდერის შესახებ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციის სამშენებლო სამუშაოები
გამოქვეყნებულია: 4 მაისი 2018 / ძალაშია: 29 მაისი 2018
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2018 წლის 4 მაისს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2`147`343.00 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 29 მაისს 15:00 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=267024&lang=ge