განცხადება (SPA) ელექტრონული ტენდერის შესახებ - ცაგერის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე 16 სოფლის ქულბაქის წყაროებიდან წყალმომარაგების არსებული პროექტის ევროპის განვითარების ბანკის მიერ მომზადებულ სპეციფიკაციებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება
გამოქვეყნებულია: 30 მაისი 2018 / ძალაშია: 14 ივნისი 2018
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2018 წლის 29 მაისს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ცაგერის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე 16 სოფლის ქულბაქის წყაროებიდან წყალმომარაგების არსებული პროექტის ევროპის განვითარების ბანკის მიერ მომზადებულ სპეციფიკაციებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 76`000.00 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 14 ივნისს 15:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=269243&lang=ge