სოფელ მატანში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა
9 ივნისი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოფელ მატანში სპორტული კომპლექსისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაო მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი ლარია.
სპორტული კომპლექსი ახმეტაში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის სრულად განახლებას, ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე - სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას.
,,პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდა უმნიშვნელო დეფექტები, რომლის აღმოფხვრა უმოკლეს დროში მოხდება. ახმეტაში ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდა და დარწმუნებული ვარ, ეს კომპლექსი ამ ტრადიციის გაგრძელებას შეუწყობს ხელს “ - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.