თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშნებელობა მიმდინარეობს
15 ივნისი 2018
საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდ ნაგებობას აშენებს. პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. დღემდე ფეკალური მასები მდინარე ალაზანში ჩაედინება. ეს პრობლემა პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოგვარდება.
გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2019 წლის დასაწყისში დასრულდება.