დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის (მესტიის მუნიციპალიტეტი) რეაბილიტაცია
25 დეკემბერი 2015
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას. არსებული შენობა წარმოადგენს გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ ორსართულიან ნაგებობას (ფართობი 806,3 მ2), რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე: