საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგეის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისა და ჩიხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს გორისა და ჩიხაში რეზერვუარების მოწყობას, არსებული ჭაბურღილების რეაბილიტაციას და ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობას. პროექტის დასრულების შემდეგ დაახლოებით 5 600 მოსახლეს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდებათ. პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია. წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.