ვარდისუბანში, თელავში შესასვლელი ობიექტის დასუფთავება და კეთილმოწყობა (თელავის მუნიციპალიტეტი)
16 ოქტომბერი 2014
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს ქ. თელავის შესასვლელში, სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ნარჩენების განთავსებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დასუფთავებას და კეთილმოწყობას, კერძოდ, აზბესტ-შემცველი ნარჩენების გატანა და განთავსება თელავის ნაგავსაყრელზე შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით; ნარჩენების ამჟამინდელი განთავსების ტერიტორიის კეთილმოწყობა და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიზაცია და მდ. მაწანწარას ნაპირგამაგრება. ქვე-პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
გმგ-ვარდისუბანში, თელავში შესასვლელი ობიექტის დასუფთავება და კეთილმოწყობა