ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ტექნიკური დახმარების საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურება ჩამდინარი წყლების სექტორში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის
საქართველომ მოითხოვა დაფინანსება შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსაგან ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის დასაფინანსებლად და აპირებს ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება (“მომსახურება”) მოიცავს ტექნიკური დახმარების გაწევას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ჩამდინარი წყლების სექტორში. ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია ჩართული იქნება როგორც ერთ-ერთი მხარე პროცესში, დასახული მიზნების მისაღწევად. შერჩეული კონსულტანტი თავის საქმიანობას განახორციელებს საქართველოში (დაახლოებით, საქმიანობის 90% - ობიექტზე), ხოლო პერიოდული გრაფიკით კონტრაქტით განსაზღვრულ დღეებში იმუშავებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან.